სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩაკეტილი ენგურის ხიდი - ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებში მონაწილეობას ვერ ახერხებენ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დასწრებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტები ვერ ახერხებენ. მათ პრობლემას ენგურის ხიდის ჩაკეტვა უქმნით. საოკუპაციო რეჟიმმა გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საოკუპაციო საზღვარზე მკაცრი შეზღუდვები აამოქმედა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, სამინისტროს შეეცდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის განათლების მიღება ხელმისაწვდომი გახადონ. ირინა აბულაძე მოუწოდებს მათ, როგორც კი შეძლებენ ენგურის ხიდის გადმოლახვას ჩაერთნენ შემდეგ გამოცდებში, ხოლო სამინისტრო პროცესზე დაკვირვების შედეგად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

„ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო მოგეხსენებათ,რომ აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ ჩაერთნენ გამოცდებში. დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით ვუზრუნველყოფთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას,“-ამბობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.

საგამოცდო ცენტრში უკვე ერთი საათია ტესტირება დაიწყო. პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში მდებარეობს. სულ 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.


როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე გარკვეული სიახლეებია.


„სიახლეები შეეხო ოთხ საგნობრივ ტესტს, მცირე ცვლილებებია რია ფორმატში და ეს ცვლილებები მოცემულია ცნობარი, როგორც აქამდე ვაცხადებდით, გრანტის გაცემის წესში შევიდა ცვლილება, თუ აბიტურიენტი ორზე მეტ არჩევით საგანს ირჩევს, ერთ-ერთში წარუმატებლობის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ ვერ გამოცხადდება ერთ-ერთ გამოცდაზე ის არ კარგავს გრანტის მიღების შანსს,“- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100