სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩიჩხიტურის კოშკთან ინციდენტი მოხდა

ჩიჩხიტურის კოშკთან მცირე დაპირისპირება მოხდა - აქცია-მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ სადაო ტერიტორიაზე გადასვლის და სურათის გადაღების სურვილი გამოთქვა, რისი საშუალებაც ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს და ამას აქციის მონაწილეების ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სადაო ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც დგანან. ინციდენტი სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

აქცია-მსვლელობა ლავრიდან დაიძრა და აღდგომის ტაძრამდე ჯერ მხოლოდ ნაწილმა მიაღწია. საბოლოოდ კი აღდგომის ტაძართან შეკრებილი აქციის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს ჩიჩხიტურის კოშკამდე გაავლებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია საქართველოს ხელისუფლებას, მეზობელ აზერბაიჯანს და საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობიანი საპროტესტო ხმა გააგონონ და უთხრან, რომ დავით გარეჯი საქართველოა.

სიმბოლურად, სამოქალაქო აქტივისტებმა აღდგომის ტაძართან საქართველოს დროშა აღმართეს.

მასშტაბური აქცია დავით გარეჯში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტები დავით გარეჯში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის მსვლელობით აღნიშვნას აპირებდნენ.

როგორც ცნობილია, მსვლელობა დავით გარეჯში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100