სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის ოჯახი ზაზა სარალიძეს თანადგომას უცხადებს

გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და გარდაცვლილის მამას თანადგომას უცხადებს როგორც ის, ასევე ლევან დადუნაშვილის ოჯახი.


"“ჩვენს ნაწილში გამართლდა ის მოლოდინი, რაც გვქონდა, და დათოს ნაწილში რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით, ფაქტობრივად, მკვლელის სახელი და გვარი ღიად რჩება. არ ვიცით რა იქნება. რა თქმა უნდა თანადგომას გამოვუხატავთ ბატონ ზაზას“ - განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარი გააკეთა ასევე დადუნაშვილის დედამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მთლიანად იზიარებდა ზაზა სარალიძის პოზიციას და სრულ თანადგომას უცხადებს, რადგან სასამართლოს განაჩენი მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100