თბილისში ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აპარტამენტები MX გაიხსნა
თბილისში ახალი მაღალი სტანდარტის სასტუმრო გაიხსნა. იგი გახსნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორმა ბატონმა გიორგი ჩოგოვაძემ. გახსნაზე მოწვეულები იყვნენ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები.
სასტუმროს სახელწოდებაა Apart Hotel MX. 4-ვარსკლავიან სასტუმროს გააჩნია 10 სასტუმროს ნომერი და 6 ორსაძინებლიანი აპარტამენტი.
სასტუმროში განთავსებულია 50 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და დიდი კაფე-ტერასა. პროექტი განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციით. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 867’000 დოლარი.
მენეჯმენტ კომპანიისთვის ეს რიგით მეხუთე აშენებული სასტუმროა თბილისში, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი სტანდარტის აქამდე განხორციელებულ პროექტებს შორის. სასტუმროში დასაქმებულია 16 ადამიანი.
რაც შეეხება მომხმარებლებს, როგორც სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ბატონმა დავით მესხმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ისინი ელოდებიან ტურისტებს ევროპული და არაბული ქვეყნებიდან. სასტუმრო იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ასევე საქმიანი ხალხისთვის. სასტუმრო ოთახების ფართი იწყება 25 კვადრატულიდან, ხოლო აპარტამენტების საშუალო ფართია 60 კვმ.
სასტუმრო მდებარეობს აეროპორტიდან 8 წუთის სავალზე, თავისუფლების მოედნიდან 7 წუთის სავალზე და მეტროდან 300 მეტრში - ჯავახეთის 24 ნომერში.
ტელ: 0322 158 300
მობ: +995 574 300 800
Web: www.aparthotelmx.ge
Mail: [email protected]
FB: www.facebook.com/aparthotelmx
კომენტარი