სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია და მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება

საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია.

ძლიერი ქარი, ქვეყნის მასტაბით მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.

”ბოლო ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე 32 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც უკვე გრიგალის მნიშვნელობისაა. ძლიერი ქარი შენარჩუნდება მთელი ღამის განმავლობაში. ქარი იქნება ხვალ დღის საათებშიც, თუმცა მისი გაძლიერება მოსალოდნელი არ არის”, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100