სიახლე ლაშქრობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მოყვარულთათვის
ცხოვრების ჯანსაღი წესი საქართველოში უფროდაუფრო მისაბაძი ხდება.სწორედ სპორტი, აქტიური ცხოვრების წესი გახლავთ სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
ამ ეტაპზე გთავაზობთ ინტერვიუს ERTAD.GE-ს ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებულ პროექტ„ვიდეო ლექციები სალაშქრო თემაზე“ ავტორ გიორგი ნაზღაიძესთან, რომელიც ძალიან საჭირო ინიციატივის შესახებ თავად ისაუბრებს.
გიორგი 2008 წლიდან „საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისის“ წევრია. ორგანიზაციის მუშაობის მრავალი მიმართულებიდან ერთ-ერთი მთავარი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
თქვენი პროექტი: „ვიდეო ლექციები სალაშქრო თემაზე“ სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. მოგვიყევით, რა სახის აქტივობებს მოიცავს, რა გაკეთდა დღემდე და რას გეგმავთ მომავალში?
„ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში ყოველწლიურად საშუალოდ 50 მოხალისეს ვასწავლით საველე უნარჩვევებსა და სათანადო ცოდნას, არადა, ვთვლით რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო მასებისათვის. ამ მიზნის მიღწევის გზად სწორედYoutube არხის შექმნა, ქართულ ენაზე ხარისხიანი და ინფორმაციული ვიდეოების გადაღება და შემდგომი გავრცელება დავისახეთ. პროექტი წარმატებით დაიწყო, უკვე გადაღებულია 10 სასწავლო ვიდეო რომელსაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი გამოხმაურება მოყვა დაინტერესებულ საზოგადოებაში. ამ ფაქტმა პროექტში მონაწილე ჯგუფს მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა, რაც იმის გარანტია, რომ მსგავსი ვიდეოების გადაღება გაგრძელდება რამდენიმე წელი, სანამ ლაშქრობასთან დაკავშირებული ინფორმაციული ვაკუუმი არ ამოივსება სათანადოდ. ERTAD.GE-ს მიერ გამოყოფილი გრანტით შევიძინეთ ის აუცილებელი ნივთები, რომელიც საჭიროა ხარისხიანი ვიდეოს შესაქმნელად: შტატივები, ხმის ჩამწერი უკაბელო სისტემა და სხვა აქსესუარები.“
რა სახის გამოწვევებთან გაქვთ საქმე ვიდეოების გადაღებისას და რა არის თქვენი მიზანი, რისი ჩვენება გსურთ საზოგადოებისთვის?
„სასწავლო ვიდეოს შექმნის პროცესში ყველაზე მეტი დრო სათანადო და ხარისხიან მონტაჟს მიაქვს, ასევე აუცილებელია მაყურებელს გავუზიაროთ რეალური გამოცდილება და არა ინტერნეტში წაკითხული მშრალი ინფორმაცია, რაც თავისთავად მოითხოვს რომ ყოველი შაბათი-კვირა გავატაროთ ველზე, ტყე-ღრეში ახალახალი ცოდნისა და უნარების მისაღებად. ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებამ ლაშქრობას შეხედოს როგორც ძალიან სასიამოვნო და სერიოზულ აქტივობას, ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, რათა იმოგზაუროს უსაფრთხოდ ლამაზ და რთულ მარშუტებზე.“
რაში დაგეხმარათ პროექტი ERTAD.GE და რამდენად ურჩევთ სხვადასხვა იდეის მქონე ადამიანებს / ორგანიზაციებს ჩვენთან თანამშრომლობას?
„ERTAD.GE-ს კონკურსი ჩემს 2016 წლის მომხდარ მოვლენებს შორის დადებით ადგილს დაიკავებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა პროცესი: უნდა მისწერო მეგობრებს, ორგანიზება გაუწიო ჯგუფები, მოწინააღმდეგეებს გადაუსწრო ხმებით, დიდია აზარტი, შეჯიბრი, ადრენალი და ბოლოს გამარჯვება - ნამდვილად სასიამოვნო მოგონებაა.
გარდა უშუალოდ ამ შეგრძნებებისა, მიუხედავად იმისა, რომ 2500 ლარი დიდი თანხა არაა, ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, ბევრი მნიშნველოვანი ნივთის შეძენა შეიძლება, რომელიც აუცილებელია წარმატებული პროექტისათვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე მე თამამად შემიძლია ვურჩიო სხვა იდეის ავტორებს - სცადეთ!“
შეგახსენებთ, რომ სოციალური პროექტი ERTAD.GE კომპანია Vivus.ge-ს პატრონაჟით უკვე 2 წელზე მეტია, რაც ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ონლაინ აპლიკაციის საფუძველზე კონკურსის პრინციპით ყოველთვიურად ფინანსდება პროექტები სპორტის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების სფეროებიდან.
Web: www.ertad.gee-mail: [email protected]Facebook: @ertad.ge
კომენტარი