სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წვიმავ ვერ გიტან, შენც ვერე ეს რამოდენა იდინე !!!

თბილისში ერთხელ დაღამდა

ტემპი ცხოვრების იგივე...

არ ჩანს მთვარე და აღარც ცა

ეს რამოდენა იდინე...

ხეებს რიგებად აწყობდა

ზოგს წყალი კლავდა,სიცივე...

სახლები ქვებად აგროვდა

ეს რამოდენა იდინე...

ჩემი ქალაქი ძლიერი

წავიდეთ,თუ გსურს იტირე

არ მოგვკლავს ღმერთი მშიერი

ეს რამოდენა იდინე...

მოვა მზე ისევ, და მერე

უნდა დამშვიდდე,იძინე.

წვიმავ ვერ გიტან,შენც ვერე

ეს რამოდენა იდინე !!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100