სამუშიამ განმარტა, რომ ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავს. რა უპასუხა მას ნანუკა ჟორჟოლიანმა?
საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ ფრეშნიუსთან ინტერვიუში საკუთარ ოჯახზე საუბრისას უზუსტო კომენტარი გააკეთა, სამი შვილის მამა სამუშიამ განაცხადა, რომ ოთხი შვილი ჰყავს. აღნიშნული ფაქტი სიუჟეტში უტრირებულად გაჟღერდა, რამაც სამუშია გაანაწყენა და მან სციალურ ქსელში განმარტება გააკეთა.
“ეს არის ბოლო ჩემი სტატუსი ამ თემაზე. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა მითხრა - იმ გადაცემაში რამ დაგაბნია, შვილების რაოდენობა როგორ შეგეშალაო. ისე კარგად გამოიყენეს ეს დამკვეთებმაო. ეს ჩემი ოჯახის ტრაგედია ამ უნამუსო ჟურნალისტებმა სახუმაროდ აქციეს. მე ხშირად წამომცდენია ოთხი შვილი მყავსო, იმიტომ რომ მართლა ესეა, ოღონდ ერთი გარდაცვლილია. არ მინდოდა ამაზე წერა, მაგრამ იმდენმა მითხრა ეს დეტალი იძულებული ვარ ჩემი ოჯახის ეს ტკივილი გამეხსენებინა. ის რაც ჩემთვის ტრაგედიაა, ნაძირალა დამკვეთებისთვის სტატისტიკა აღმოჩდა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამიტომაა ჩემი თორნიკე და დათა უწმინდესის ნათლულები რომ არიან. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ ჩემო მეგობრებო. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა.” – წერს სამუშია პირად ფეისბუქ გვერდზე. მის სტატუსს გამოეხმაურა ფრეშიუსის მეპატრონე ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ეგ შეგეძლოთ ჟურნალისტისთვის გეთქვათ და სიუჟეტშიც ასე გავიდოდა!! თქვენ უპასუხეთ ოთხნი ვართ მთელი ოჯახიო! თუ მეტყვით რომ ამ თემას არ ახსენებდით, მაშინ არც ახლა უნდა წერდეთ! ყველაფერის კადრება არ მოსულა! ესეც ჩემი პირველი და ბოლო კომენტარია ამ თემაზე!!! ხომ ახსენებთ ეკლესიას და მამაოს! ხოდა ღმერთმა იცის სიმართლე და თქვენ თქვენი სიმართლით იარეთ! ჩვენი სიმართლით ჩვენ გაგვიმარჯოს!!!“ - წერს ნანუკა სამუშიას სტატუსის კომენტარებში.
სიუჟეტი, რომლმაც ეს ხმაური გამოიწვია იხილეთ ლინკზე: http://freshnews.ge/ge/sazogadoeba/djaba-samushiam-sami-bina-ert-dges-iyida.page
კომენტარი