მაკარონის ტორტილიასი
მასალა:
4 ცალი კვერცხი
50 გრამი გახეხილი ყველი
მარილი
2 ჭიქა მოხარშული მაკარონი
50 გრამი კუბიკებად დაჭრილი სალა
კვერცხები ავთქვიფოთ, დავამატოთ ყველი, მარილი და მაკარონი. მასა დავსრისოთ, შემდეგ გავადნოთ სალას კუბიკები საშუალო ზომის ტაფაზე. ტაფაზე ვაწყოთ 2-2 სუფრის კოვზი მაკარონის მასა და ვწვათ ორივე მხრიდან. ტორტილიასი სუფრაზე მწვანე ან შერეულ სალათასთან ერთად მივიტანოთ.
კომენტარი