ქორწილის ღამეს ქმარმა ცოლს სპირტი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და მოკლა
რუსეთში ქმარმა ცოლი ქორწილის ღამეს დაწვა, ქალს სხეულის 80% ჰქონდა დაზიანებული და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ინციდენტი 2014 წლის 16 აგვისტოს ვოლგოგრადის მხარეში მოხდა. მკვლელობის მიზეზად ღალატის შესახებ არსებული ეჭვი სახელდება.
პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა, ის 30 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი გახლავთ. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს ვერსია, რომ მოკრძალებული საქორწინო ცერემონიალის შემდეგ ქმარმა დაიძინა რადგან დაღლილი იყო, ცოლს ეს არ მოეწონა, მძინარე ქმარი მიატოვა და სხვა კაცთან წავიდა.
ცოლის საქციელმა მამაკაცი გააბრაზა, ქალს სპირტი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
კომენტარი