„m2იპოდრომთან” საცხოვრებელი კომპლექსი დასრულებულია
m2-მა წარმატებით და დათქმულ ვადაზე 4 თვით ადრე დაასრულა „m2 იპოდრომთან” საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. შეგახსენებთ, რომ კომპლექსის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დაიწყო. ექსპლოატაციაში შეყვანის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ივლისში იგეგმება ბინების საბოლოო ჩაბარების პროცესის დაწყება, კორპუსების რიგითობის შესაბამისად.აღნიშნული პროექტი დააფინანსა ჰოლადნიის განვითარების ბანკმა (FMO) 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით, საიდანაც მხოლოდ 10 მლნ აშშ დოლარის ათვისება მოხდა. გაყიდვების მაღალი ტემპის შედეგად შესაძლებელი გახდა 10 მლნ აშშ დოლარის წინსწრებით დაფარვა, 2013 წლის დეკემბერში. დღეისათვის საცხოვრებელ კომპლექსში გაყიდულია ბინების 97%.
პროექტის სამშენებლო ფართმა 60,724 კვ.მ შეადგინა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით. გარემონტდა 525 ბინა. ასევე პროექტში გათვალისწინებულია 1,375 კვ. მ კომერციული და 11,047 კვ. მ მიწისქვეშა ავტოსადგომის ფართი. 6,318 კვ.მ. სარეკრეაციო ზონაში კეთილმოეწყო შიდა ეზო, სპორტული მოედანი და საბავშვო ზონა. კომპლექსის დასრულების შემდგომი მომსახურება ითვალისწინებს 24 საათიან დაცვას, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოს დასუფთავებასა და გამწვანების მოვლას.
დღესვე,m²-მა განაცხადა ობლიგაციების ახალი ემისიის შესახებ, რის შედეგადაცმომხმარებელს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა უკეთესად ამუშაოს საკუთარი ფული.m²–ის ობლიგაციების პირველი გამოშვება განხორციელდა 2014 წლის აპრილში და 1 თვის მანძილზე სრულად განთავსდა, ამასთან, მომხმარებლის მხრიდან მოთხვონამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას.
m2-ისერთწლიანი, აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების ახალი ემისიის მოცულობა 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება კი - 1,000 აშშ დოლარს. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც დააბანდებს საკუთარ თავისუფალ სახსრებს ხსენებულ ობლიგაციებში, მიიღებს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს,8.42%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე).
ობლიგაციის გამოშვებით, m²ახდენს მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას და საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას. კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვისეწვიეთ: www.bonds.ge და www.m2.ge
კომენტარი