სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დირექტორთა გამოცდიდან: „ისტორიის მასწავლებელმა გააჩინა ტყუპები და სულ დაავიწყდა პროგრამა“

ინტერნეტში დირექტორთა გამოცდის „მარგალიტები“ ვრცელდება...

• თქვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილება ჩემს მიმართ, რამაც მაიძულა ამ ანგარიშის დაწერა თქვენს მიმართ, უსაფუძვლოა.
• მოცურავე წიგნები შველას ითხოვენ (დავალებაში იყო, რომ წყალდიდობამ დააზიანა ბიბლიოთეკა).
• ისტორიის მასწავლებელი არის ახალბედა, სულ ორი წლის.
• დღეისათვის ხელოვანმა, გამოცდილმა პედაგოგებმა ძლიერი ზარი უნდა შემოვკრათ საუკუნეების მიღმა უღრანებში დავანებულ კაცობრიობის ცოდნისა და განათლებას, და გადავცეთ ის ახალბედა პედაგოგებს.
• უკეთესი ხარისხის ამაღლების მიზნით, ჩვენ ვეძებთ გზებს და ....
• ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია პრიორიტეტულია მხოლოდ დაწყებით კლასებში.
• ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით.
• სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, მხოლოდ კოსმეტიკა წავუსვით.
• სკოლას წყალდიდობის შედეგად აღარ აქვს იატაკი ჭერი, კედლები, სახურავი, საძირკველი და კოჭებიც კი. მე რა ვქნა?
• მოგმართავთ სრულიად საქართველოს პედაგოგი.
• ჩემს სკოლაში პედაგოგებს არ მოჰკლებიათ ცარცი.
• სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას.
• თვითმართველობის ორგანომ უარი მითხრა დაფინანსებაზე. აბა ის ორგანო რა ორგანოა, უარს რომ გეტყვის საჭიროების შემთხვევაში.
• ჩვენი ვალია აღვზარდოთ მოსწავლეები, რომელნიც ამავე დროს იქნებიან მოზარდები. )
• მოვაწყვეთ "ვალენტინობა – სიყვარულის დღე", რომელზეც მოვიწვიეთ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები.
• ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.
• წყალმა არ იკმარა ბიბლიოთეკის სარდაფში დგომა და გადავიდა საძირკველში და დაიწყო დაჭაობება.
• გასულ სასწავლო წელს ავად ვიყავი. ახლა, იმედია ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიც მექნება და ყველაფერს განვახორციელებ.
• ისტორიის მასწავლებელი სულ ახლახანს დაბერდა.
• ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული.
• ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ. რადიუსის მქონე ბავშვებს.
• მყავს უცხო ენის პედაგოგი, რომელიც გასულია პენსიაში, მაგრამ არ უნდა ბოლომდე გასვლა.
• ბავშვებს გადაეცა ტკბილეული. მართალია მეორადი, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში.
• სკოლის რემონტი მოვახერხეთ მოსწავლეთა მამების ძალადობით.
• ქარმა მთლიანად მოგლიჯა პერიპეტიები.
• ქვემოთ მიღებული გადაწყვეტილება უფრო ეფექტურია ვიდრე ზემოთ.
• მე ვთვლი, რომ ჩვენს სკოლას კოსმეტიკური კი არა, ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.
• თვალსაჩინო ადგილას გამოვფინეთ სახელმძღვანელოთა ავტორები.
• ბავშვებში ჩადებული კაპიტალი ბუმერანგივით დაუბრუნდება სამშობლოს.
• ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ.
• სკოლაში მიგრაციამ თითქმის მოსახლეობის მაქსიმუმს გადააჭარბა.
• სკოლაში აღმოიფხვრა კორუფცია და დიპლომატია.
• ისტორიის მასწავლებელმა გააჩინა ტყუპი ვაჟები და სულ დაავიწყდა პროგრამა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100