ჯეოსელის საქმეზე გამოძიება დაიწყო
მუხლი, რომლითაც კომპანია "ჯეოსელის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 218 მუხლით მიმდინარეობს რაც გადასახადისათვის თავის არიდება გულისხმობს. კოდექსში კი ფორმულირება შემდეგია:
1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, –
-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის
თანხა აღემატება ოცდახუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად –
როდესაც თანხა აღემატება სამოცდათხუთმეტ ათას ლარს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე
საგადასახადო მოთხოვნის ან საბაჟო შეტყობინების მიღებიდან 45 სამუშაო დღის
ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად
დაკისრებული. განმარტებულია საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსში
კომენტარი