„ვუთხარი ღარიბაშვილს რომ თელია მორფინისტია. მან მიპასუხა- ვიცი, მაგრამ ტაბატაძემ დამანიშნინაო“
სკანდალური აუდიო ჩანაწერი, რომელასაც გაზეთი „ქრონიკა პლიუსი“ აქვეყნებს, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძისა და „სახალხო კრების“ წევრის ლაშა ამირეჯიბის შეხვედრის დროსაა გაკეთებული. გაზეთის ინფორმაციით შეხვედრა ნუგზარ ფოფხაძის სახლში შედგა და მას ფოფხაძე და ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილიც ესწრებოდნენ. როგორც გაზეთის რედაქტორის ელისო კილაძის მინაწერიდან ირკვევა, ეს შეხვედრა მაისში შედგა და ჩანაწერი მასთან უკვე ხუთი თვეა ინახება.
გელა ხვდელიძის, ლაშა ამირეჯიბის, ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშვილის შეხვედრის აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე,ბიზნეს წილებსა და გავლენებზეა საუბარი. ხშირად სახელდება გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის გვარები- „დღეს არის ასთი სიტუაცია: ხუხაშვილი, ლაშა ნაცვლიშვოილი და რამდენიმე კაცი...“ ამბობს ლაშა ამირეჯიბი. ფარულ აუდიოჩანაწერში ბიზნესწილების თემაზე ასევე, კვერცხის ბიზნესის შესახებ აქტიურად საუბრობს შეხვედრის ოთხივე მონაწილე:
ლაშა ამირეჯიბი: „მე ერთ რამეს გეტყვი: მე მაქვს გადაწყვეტილი,ხელი შევუშალო გია ხუხაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს,ვიღაცის ბიზნესში აფათურონ ხელი და ფული წაართვან.მე მაგას გავაკეთებ გაზეთებში ყოველდღე.“
ნუგზარ ფოფხაძე: „ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი.მისი გუნდის უბედურებაც და ბედნიერებაც ის არის, ვიღაცებმა ხელი უნდა შეიხოცონ კარგზეც და ცუდზეც.“
ლაშა ამირეჯიბი:“კვერცხების ამბავსაც ხომ წაიკითხავთ? სააღდგომო კვერცხები უნდა ამ ხუხაშვილს...მას უნდა“.
გელა ხვედელიძე:“თბილისი“?
ლაშა ამირეჯიბი: „მთლიანად, ქართული წარმოებაც დაბრიდოს და იმ კვერცხზე იმპორტის რეჯიმში უნდა იმუშაოს“...
ნუგზარ ფოფხაძე „...შენ რომ ხუხაშვილზე და ნაცვლიშვილზე ყვები,რაც მე მაქვს პუბლიკაციები,დაიჭერენ ორივეს.დღეს სიტუაცია არის ისეთი,დასრულდეს ამათ დედაც..და მერე ვინც ოპოზიციაში არ წავიდეს... როცა მინდა ნაცვლიშვილს მაშინ მ...დედას, ხუხაშვილს ვერა,ნაცვლიშვილთან ჩემი ანგარიშები მაქვს ეს არის ნარკომანი, გალეშილი ნაძირალა“...
მთავრი პროკურორის პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის ნარკოტიკებთან დამოკიდებულების საკითხს ლაშა ამირეჯიბიც ეხება, მისი ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა ნაცვლიშვილს გაფრთხილებაც მისცა- „რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ეძახის ლაშა ნაცვლიშვილს და ეუბნება,-შენ მო...დედის პრ...ნარკოტიკს არ გაეკარო...“
ფარულ აუდიოჩანაწერში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნებზეცაა საუბარი, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ არ იყვნენ დაკავებული. ერთ-ერთი ვერსიით მათი და მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სწორედ ამ დღეს დაიგეგმა:
„ ...იმაში გავერკვიოთ,სოფლის მეურნეობაში რა ხდება დღეს. ის ტრაქტორები სადაც უნდა მოხნულიყო,რომელსაც მე ვიძიებ ახლა და დავიჭერ რამდენიმე დღეში, რა უნდა მოხნულიყო?ის ვაუჩერები რომ დაარიგეს,საიდან მოდის, როგორ მოდის ეს ფული?60 ლარიან ვაუჩერს ყიდიან...“-ამბობს გელა ხვედელიძე, შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით მიმდინარე მოვლენები და საკადრო პოლიტიკა, ხვედელიძის, ამერიჯიბის, ფოფხაძისა და მამაცაშვილის შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემაა:
ლაშა ამირეჯიბი:“...მე ვუთხარი ირაკლი ღარიბაშვილს რომ თელია არის მორფინისტი.მან მიპასუხა,- ვიცი ძალიან კარგად, მაგრამ ტაბატაძემ დამანიშნინაო...“
ნუგზარ ფოფხაძე: „..რაც შეეხება თელიას,იქ როცა დადგმული იყო სპექტაკლი,საიას დედა მოვ... მე, არ შეიძლებოდა მისი განთავისუფლება, იმ მომენტში, არ შეიძლებოდა!“
შეხვედრის მონაწილეები საგარეო პოლიტიკასაც ეხებიან. ნუგზარ ფოფხაძე:“საგარეო პოლიტიკა უნდა აკონტროლოს „ქართულმა ოცნებამ“ და არა რესპუბლიკურმა პარტიამ. ძალაუფლებისადმი მსწრაფი ხალხი.დიდხანს მოუწევს ცდა“.
სკანდალურ ფარულ აუდიოჩანაწერს გაზეთი „ქრონიკა პლუსი“ აქვეყნებს.
კომენტარი