სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლეიბორისტების" ოფისთან პოლიციელებმა ბომბის ნაცვლად ცარიელი ჩემოდანი იპოვეს

"ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისთან, ჯავახიშვილის ქუჩაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს.

როგორც ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, გამნაღმველების გამოძახების მიზეზი პარტიის ოფისთან ნაპოვნი საეჭვო ჩემოდანი გახდა, რომელიც შემოწმების შემდეგ ცარიელი აღმოჩნდა.

სამართალდამცველებს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისის მიმდებარე ტერიტორია დღეს საღამოს, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, რის გამოც როგორც სამანქანო, ისე ფეხით მოსიარულეთა გადააგილება შეწყვეტილი იყო. ჯავახიშვილის ქუჩა ძალოვანი სტრუქტირების წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს და მოძრაობაც აღდგენილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100