სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ატირებს რამაზ ნოზაძე ცოლს და რატომ ეშინია ტელეწამყვანს თოთო ბავშვების - 10 უცნობი ფაქტი ხატია სიჭინავას შესახებ

10 უცნობი ფაქტი ხატია სიჭინავას შესახებ. ამის შესახებ ტელეწამყვანი საკუთარ ინსტაგრამზე წერს.

"ვიწვევ ჩემს მეგობრებს თამაშში "10 უცნობი ფაქტი ჩემს შესახებ".
მე დავიწყებ, თქვენ გააგრძელეთ:
1. სინამდვილეში მაქვს მუქი შავი თმა.
2. შემიძლია წუთში ავფეთქდე ძალიან სერიოზულად, მაგრამ მეორე წუთას მიზეზიც არ მახსოვს.
3.ძალიან იშვიათად ვიკეთებ მაკიაჟს. პრინციპში თუ სადმე არ მივდივარ არც ვიკეთებ. (უფრო სიზარმაცის და დროის არქონის ამბავია)
4.ორსულობის მერე გახდომას ვანდომებ რამოდენიმე თვეს და ეს თვეები ჩემთვის სტრესულია.
5. საშინლად მეშინია თოთო ბავშვების, მიუხედავად იმისა რომ 4 შვილი მყავს, თოთოობაც სტრესულია ჩემთვის, ამიტომ დღეებს ვითვლი, რომ მალე გახდეს 1 თვის.
6. ზედმეტად ემოციური ვარ და თუ ნანო ტელეფონზე არ მპასუხობს, მზად ვარ გადავრეკო სასწრაფოში, პოლიციაში , ყველგან სადაც არ არის საჭირო. (კიდევ კარგი თავშეკავების უნარი მაქვს)
7. ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი ღირებული, ჩემი ოჯახის გარდა.
8. ზოგჯერ ჩემი თავი მეცოდება ხოლმე და თუ ეს მომენტი დაიჭირა @ramazi_nozadze შეუძლია "ცოდოა, ცოდოას" ძახილით საკუთარ თავზე ამატიროს.
9. ძალიან მიყვარს ზღვა, მაგრამ არ ვიცი ცურვა.
10. ძალიან მინდა შევიცვალო და წინასწარ არ ვინერვიულო იმაზე, ვინმე ავად არ გახდეს ან რამე ცუდი არ მოხდეს, ეს ძალიან მღლის".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100