HUAWEI P20 Pro - მობილური ფოტოგრაფიის ახალი ერა
დავინახოთ სამყარო მკაფიო ფერებით - ფაქტობრივად ეს არის მობილურების მწარმოებელი კომპანიების მამოძრავებელი იდეა. ხელოვნურმა ინტელექტმა კი, თავის მხრივ, სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრა მობილურ ფოტოგრაფიაში. ამ ფონზე, სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები სულ უფრო მეტად ზრუნავენ მომხმარებლის კომფორტზე და ცდილობენ სრულიად ახალი შესაძლებლობები შესძინონ თავიანთ მოწყობილობებს, ამ მხრივ HUAWEI ლიდერობს. ის მომხმარებელს ინოვაციური სმარტფონებით ანებივრებს, რომლებიც გაუმჯობესებული კამერითა და განახლებული დიზაინით გამოირჩევიან.
მობილური ფოტოგრაფიის ახალი ეპოქა - ასე აფასებენ ექსპერტები ბოლოდროს ტექნოლოგიაში მიღწეულ წარმატებებსა და ინოვაციებს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...
მობილური
კამერების პირველი თაობა 2000 – 2003 წლებში გამოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ ცნობილი
„სელფიც“ ამ დროს გამოიგონეს. 2000 წელს,
"256-ფერიანი" დისპლეი გამოვიდა, ოდნავ მოგვიანებით კი, Sharp J-SH04-მა
პირველი 100K პიქსელიანი (352x228)
კამერა შექმნა.
20013 – 2014 წლებში Smart საოპერაციო სისტემების დანერგვამ მობილური კამერები კიდევ უფრო ძლიერი გახადა და კამერის რეზოლუცია მეგაპიქსელების დონემდე გაუმჯობესდა. ამაზე იზრუნეს ბაზარზე არსებულმა სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიებმაც. მათი ძალისხმევით, კიდევ უფრო, გაუმჯობესდა ფოტოს ხარისხიც. სწორედ, ამ დროს გამოჩნდა, გამოსახულების რედაქტირების აპლიკაციებიც. ფოტოების რედაქტირების აპლიკაციები შეუცვლელი გახდა სმარტფონების მომხმარებლებისთვის. ამავდროულად ფოტოების გადასაღები და ფოტოების გასავრცელებელი აპლიკაციებიც მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდა. ეს გახლდათ მორე თაობის სმარტფონები.
მესამე თაობა და HUAWEI P9 Leica ორმაგი კამერით
ფოტოგრაფია სინათლის ხელოვნებაა. თუმცა, რადგან ტელეფონის ზომა კამერას გარკვეულ საზღვრებში სვამს, შეუძლებელია პროფესიონალური კამერის მსგავსი ფოტოების გადაღება, რაც ნიშნავს იმას, რომ სატელეფონო კამერების განვითარება, ცოტა არ იყოს, შეფერხდა. თუმცა, 2016 წელს, კომპანია HUAWEI -მ Leica-სთან ერთად შეიმუშავა და გამოუშვა ორმაგი კამერის მქონე სმარტფონი. 2 ცალკეული სენსორის მეშვეობით, HUAWEI-ს სმარტფონის კამერა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მეოთხე თაობა - კომპანია HUAWEI და რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში
კომპანია HUAWEI-მ 2018 წელს მობილურ ფოტოგრაფიაში ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა, როდესაც მომხმარებელს ახალი HUAWEI P20 Pro წარუდგინა. ეს არის სამი კამერის მქონე უნიკალური სმარტფონი, ხელოვნური ინტელექტითა და სუპერ ტელეფოტო ზუმით. HUAWEI P20 Pro-მ კონკურენტები უკან მოიტოვა და სმარტფონების ისტორიაში ახალი ერა წამოიწყო.
დღესდღეობით, ადამიანი ფოტოს გადაღებისას პირველად არჩევანს სმარტფონზე აკეთებს, სწორედ, ის ასახავს მის ყოველდღიურ ცხოვრებას. HUAWEI-ს, როგორც ლიდერი კომპანიის, მოწოდებაა -მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო პროდუქტი, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება დაინახონ უფრო მეტი და აღმოაჩინონ სამყარო უკეთეს ფერებში.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს
მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარი