გროზნოს ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი მატულობს
გამომძიებლებმა, კიდევ ორი მომაკვდავის ვინაობა დაადგინეს, რომლებიც გროზნოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალდნენ. ამის შესახებ, ოფიციალური განცხადება, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.
„მოცემულ ეტაპზე, დადგენილია ორი მომაკვდავის ვინაობა. ესენი 1989 წელს დაბადებული, მუჰამედ დაშაევი და 1990 წელს დაბადებული ადლან ჰამიდოვი არიან“, განუცხადა ჟურნალისტებს მარკინმა.
პირველი აფეთქება, ლენინის რაიონის ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მაშინ გაისმა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა საეჭვო მამაკაცის გაჩერება სცადეს საბუთების შემოწმების მიზნით. ინციდენტის ადგილზე, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები გამოცხადდნენ. თავი უამრავმა ცნობისმოყვარემაც მოიყარა.
ამ დროს, ბრბოში, კიდევ ორი აფეთქება მოხდა. დაღუპულთა შორის ექვსი პოლიციელი, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთი თანამშრომელი და ერთი მოქალაქეა. დაჭრილთა შორის არიან როგორც ძალოვანი უწყების თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ ერთ–ერთი კამიკაძე ტერორისტი, იმ თვითმკვლელის ძმაა, რომელმაც გასულ წელს, გროზნოს საკონცერტო დარბაზში აიფეთქა თავი. არსებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის დედაქალაქში, ტერორისტული აქტი, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრის შახიდ ახმადოვის განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, საავადმყოფოში კიდევ ერთი პოლიციელი გარდაიცვალა და ამ დრომე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ხუთი დაჭრილი იმყოფება. საავადმყოფოში, ტერაქტის დროს დაშავებული, სულ 22 პირია მოთავსებული.
კომენტარი