უკრაინის შსს-ს განცხადებით მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს 16 ადამიანი დაშავდა
უკრაინის შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს 16 ადამიანი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულთაგან 11 ეროვნული პოლიციის წარმომადგენელია, 5 კი სახელმწიფო დაცვის სამსახურის. მათ სხეულის დაზიანებები მიიღეს.
მათივე ცნობით, 10 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, აგრესიულად განწყობილი პირების ჯგუფმა „შეგინის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ეროვნული პოლიციისა და
სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან ჩხუბი გამართა, შეიჭრა საკონტროლო პუნქტზე, დაარღვია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და
ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის დარღვევას ხელი შეუწყო, რომელთა შორის იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და სახალხო დეპუტატები.
უწყების ინფორმაციით, საზღვრის უკანონოდ მასობრივი დარღვევის გარემოებებს დაადგენს სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი ეროვნულ გვარდიასთან ერთად.
კომენტარი