სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძლიერი წვიმის გამო, ურეკის მოსახლეობას დენი არ მიეწოდება

ძლიერი წვიმის გამო, ურეკსა და მის შემოგარენში მოსახლეობას დენი არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას პირველ არხს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუვაძე უდასტურებს. მისი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ოთხი ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროსადენებს დაეცა.

​გამგებლის ინფორმაციით, ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ყველა პრობლემა მოგვარდება.
,,ურეკში ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა დაბას. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური. ვცდილობთ პრობლემის აღმოფხვრას“, - განაცხადა ოზურეთის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

უკრეკში ძლიერი წვიმა და ქარიშხალი დაახლოებით 2 საათის წინ დაიწყო. ამ დროისათვის სტიქიის სიმძლავრემ იკლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100