სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოჯორში, მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს -თვითმხილველები ცხედრის შესახებ დეტალებზე საუბრობენ

სამართლადამცეველებმა კოჯორში, მიწაში ჩაფლული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაახლოებით 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა მოსხმული.

ადგილობრივების განცხადებით ცხედარი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა მოსხმული.

”თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა-შვილის ცხედარი იქნა ნაპოვნი, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ცხედარი ახალგაზრდა მამაკაცის აღმოჩნდა”, -აცხადებენ ადგილობრივები.

ისინი ამ შემთხვევას, 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ, რის შედეგადაც დედა-შვილი გაუჩინარდა. დედა თემქაზე ყელგამოჭრილი იპოვეს, შვილის კვალს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებდნენ.

ცხედრის ამოსაცნობად ჯერ არავის დავუბარებივართ, - აცხადებს 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებში მომხდარი შემთხვევის შედეგად გაუჩინარებული გურამ კვეზერელის ახლობელი.

აღნიშნულის შესაბამისად, ის ვერ აკონკრეტებს, კოჟორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩაფლულ კასრში აღმოჩენილი მამაკაცი არის თუ არა გურამ კვეზერელი.

მისივე განმარტებით, კონტაქტი ჰქონდა საქმის გამომძიებელთან, რომელმაც უთხრა, რომ უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებოდა და 2014 წელს მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე გარკვეულ სიახლეებს გააცნობდა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100