სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია ფანჯიკიძე გადადგა

საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მაია ფანჯიკიძემ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მაია ფანჯიკიძის თქმით ის ასევე ტოვებს „ქართული ოცნების“ რიგებს. თანამდებობები ასევე დატოვეს მისმა მოადგილეებმას ზალკანიანმა, ბერუჩაშვილმა, გურგენიძემ და ჯალაღანიამ.შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ირაკლი ალასანია, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადება პოსტის დატოვების შესახებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100