სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანადის ტელევიზიამ მეტეორის ჩამოვარდნის სენსაციური კადრები გაავრცელა (ვიდეო)

როგორც მსოფლიოს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან (ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს პორტალზეც გამოქვეყნდა), კანადაში მეტეორი ჩამოვარდა, რომლის წონა დაახლოებით 100 კგ იყო.

მეტეორი კანადის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. ჩამოვარდნის პროცესი კალგარის სამეცნიერო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გადაიღეს. მეცნიერების თქმით, მეტეორი 100 კილოგრამს იწონის.ის წამში 20 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა, რაც ბგერის სიჩქარეზე 6-ჯერ მეტია. მისი ატმოსფეროში დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იყო შესაძლებელი.

თვითმხილველებელი აცხადებენ, რომ ის მთავარის ნათებას ჰგავდა და ძლიერი აფეთქებისმაგვარი ხმა ჰქონდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს არის უშვიათესი მოვლენა, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. მეტეორიტის ჩამოვარდნის ამსახველი ვიდეო ეთერში კანადის ტელევიზია CTV-მ გადასცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100