რა უნდა ჩავიცვათ ღამით პარტნიორისთვის თავის მოსაწონებლად?
ღამით პარტნიორისთვის თავის მოწონება ურთიერთობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ, სწორედ ამიტომ კომპანია Ergoflex-მა ჩაატარა სპეციალური კვლევა, რომლის მეშვეობითაც გაირკვა თუ რომელი სამოსი მოსწონთ მამაკაცებსა და ქალებს პარტნიორის ტანზე ღამით.
კვლევის შედეგების თანახმად: მამაკაცების 37%-ს მოსწონს, როდესაც ქალს ღამით პიჟამათი სძინავს. 32%-ს მოსწონს ქალბატონები სექსუალურ თეთრეულში. 16%-ს მოსწონს, როდესაც მეწყვილე ქალს შიშველს სძინავს, 22%-ს კი მოსწონს, როდესაც ქალს მეწყვილე მამაკაცის ტანსაცმლით სძინავს.
რაც შეეხება ქალბატონებს, მათ 35%-ს მოსწონს როდესაც მამაკაცს ქვედა საცვლის ამარა სძინავს, დანარჩენები კი უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს პიჟამაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალების 78% და მამაკაცების 70% საკუთარი თავისთვის ღამის სამოსის შერჩევისას, უპირატესობას ანიჭებს მის კომფირტულობას და არა მიმზიდველობას.
კომენტარი