რუსული ჯარები სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ - ქალაქი ალყაშია
რუსული ჯარები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა.
„ქალაქი თითქმის გარშემორტყმულია რუსული არმიით ლუგანსკის ოლქში, ისინი ცდილობენ ქალაქის შტურმს რამდენიმე მიმართულებით“, - თქვა მან.
ამასთან, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობას ქალაქის დატოვების მოტივაციას არ აძლევს: საგრძნობლად შემცირდა ევაკუაციის ტემპი, დღეში ათამდე ადამიანი ტოვებს, რომელთა დარწმუნებას ახერხებენ.
ქალაქში რჩება დაახლოებით 15000 ადამიანი, რომლებიც არ ტოვებენ ტერიტორიას.
გარდა ამისა, სტრიუკის თქმით, სევეროდონეცკში ინფრასტრუქტურული ობიექტების 80% დაზიანდა.
კომენტარი