სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ყურადღებით განიხილეთ ყველა სიახლე, რომელსაც დღეს შემოგთავაზებენ. საღამოს მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, უყურეთ კარგ ფილმს.
კურო
გამარჯვება დამოკიდებულია თქვენს მონდომებასა და შრომისუნარიანობაზე. ზოგიერთი ახალი ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოცდას შეეცდება. გააუმჯობესეთ საქმიანი და მეგობრული კავშირები. მყუდრო ადგილას შეხვდით მეგობრებს.

ტყუპი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. არ გაგიჭირდებათ ვალდებულებების შესრულება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, არ დაუსვათ საბოლოო წერტილი საქმეებს, კავშირებს.

კირჩხიბი
დღის პირველ ნახევარში პარტნიორების დახმარებით, სამსახურის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ზოგიერთი სარემონტო სამუშაობის შესრულებას გადაწყვეტს. აუცილებლად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის, იოცნებეთ, ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა.

ლომი
ნუ ეცდებით დიალოგების (განსაკუთრებით, უსიამოვნოს) განახლებას. პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. თუ ხვდებით, რომ ვიღაცასთან ურთიერთობა გიჭირთ, მას ადვილად გამოუძებნით შემცვლელს. გაგიტაცებთ მუსიკა, მისტიკა, საიდუმლოებები.

ქალწული
იყავით მეტად კომუნიკაბელური და მიზანმიმართული. რუტინულ საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით. საღამოს გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვის და ეცადეთ, გაიუმჯობესოთ პირადი კავშირი.

სასწორი
ახალი პრობლემები არ გამოჩნდება, არსებულებს მალევე მოაგვარებთ. ექსპერიმენტების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების განწყობაზე ხართ. ბიზნესმენმა ნიშნებმა გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან, კლიენტებთან.

მორიელი
დილა რთული ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ. მარტივად

გაუმკლავდებით იმ საქმეებსაც, რომლებიც ადრე რთული გეჩვენებოდათ. მოერიდეთ კონფლიქტს თანამოაზრეებთან. თავისუფალი დრო სურვილისამებრ გაატარეთ. საღამოს სიურპრიზი გელით.

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. მეტი დრო დაუთმეთ დაგროვილი საქმეების მოგვარებას. გამონახეთ დრო დასვენებისთვის. საღამო თქვენთვის კომფორტულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
დილა ექსპერიმენტებს დაუთმეთ. უამრავი საქმე და შეხვედრა გელით. იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ. შეიძლება შემოგეხმიანოთ ყოფილი პარტნიორი, რომელსაც ცოტა ხნის წინ უსიამოვნოდ დაშორდით. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით.

მერწყული
მიმდინარე საქმეები საღამომდე მოაგვარეთ. კარგი დღეა უცხოელებთან კონტაქტისთვის. გაგიუმჯობესდებათ განწყობა, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. თუ ვინმეს რაიმეს შესრულებას დაპირდით, არ დააყოვნოთ. საღამოს შეიძლება საჩუქარი მიიღოთ.

თევზები
მნიშვნელოვანი საკითხები პარტნიორებთან ერთად განიხილეთ და მოაგვარეთ. სიახლეები და ექსპერიმენტები გსურთ. სასიამოვნო, რომანტიკული შეხვედრების დღეა. საღამო სანუკვარი სურვილი აგისრულდებათ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100