სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როდესაც მამაკაცებმა გავიგეთ "თვიურის" არსებობის შესახებ, მაშინ დასრულდა ზღაპარიც" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი კაშიასთან

ამბობს რომ, მისთვის ზღაპარი მაშინ დასრულდა, როცა "თვიურის არსებობის შესახებ" პირველად გაიგო... იმასაც ამბობს, რომ მამაკაცებს უფრო მეტად შეუძლიათ ატკინონ ქალებს, ვიდრე პირიქით და მისთვის „იდეალური ურთიერთობა“ ერთი დიდი ილუზიაა. გაგიკვირდებათ და, ამ სიტყვების ავტორი, სულ რაღაც 22 წლის თეატრალურის სუდენტი და მომავალი რეჟისორი გიორგი კაშიაა. ნიჭიერი სტუდენტი, ამჟამად შავგულიძის თეატრში “bung bung you are dead”-ის დადგმას იწყებს, რომელშიც პროფესიონალი მსახიობები ითამაშებენ.

დრონი. ჯი გიორგი კაშიას სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- გიორგი, როგორც ვიცი ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ და უკვე რამდენიმე სპექტაკლზე მუშაობ. თუ შეგიძლია გვითხრა კონკრეტულად რაზე მუშაობ ?

- დიახ მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ამჟამად ვმუშაობ ფედერიკო გარსია ლორკას პიესაზე "ბერნარდა ალბას სახლი". ნაწყვეტს ვაკეთებ, ამჟამად ეს მომეთხოვება და ვფიქრობ მთლიანი სპექტაკლის გაკეთებამდე კიდევ რაღაც ეტაპებია გასავლელი, ასე ადგე და სპექტაკლი გააკეთო არ არის ადვილი. ასევე შავგულიძის თეატრში “bung bung you are dead”-ის დადგმას ვიწყებ, რომელშიც პროფესიონალი მსახიობები ითამაშებენ. ეს ჩემთვის უკვე სხვა პასუხისმგებლობაა.

- რამდენად ეწყობი მსახიობებს და ხარ თუ არაა კომფლიქტური შენს პედაგოგებთან?

- უმეტესად ჩვენ, სტუდენტი რეჟისორები, სტუდენტ მსახიობებთან ვმუშაობთ. ძალიან საინტერესო პროცესია, მაგრამ ვფიქრობ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობით მივიღოთ გამოცდილება. სამწუხაროდ, ამის ფუფუნება არ არის. კომფლიქტური არ ვარ, მაგრამ შეწინააღმდეგება და განსხვავებული აზრის ქონა რიგ საკითხებთან მიმართებაში იწვევს საათობით დავას. ეს პროცესიც ძალიან მიყვარს.

- რა შენიშვნა გექნება ქართველ მსახიობებთან, როგორც (მომავალ) რეჟისორს?

- ვერ ვიტან გამოთქმას "ზოგადად ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ" ასეთმა გამონათქვამებმა დაგვღუპა! რაც შეეხება შენიშნვას მგონია, რომ პრიორიტეტები გვერევა ხშირად და ეს პროცესი იწვევს ქაოსს, საბოლოოდ საქმე ვერ კეთდება. ამ გამოთქმას რაც შეეხება "ქართველები ყველაზე არტისტული და ნიჭიერი ხალხი ვართ" - ახლა ძალიან მარტივად შეიძლება იუთუბის საშუალებით ვნახოთ ვინ როგორი ნიჭიერები და არტისტულები ვართ.

- გიორგი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი შენ ქუთაისში გაიზარდე, რაც იმას ნიშნავს რომ ქუთაისის თეატრს კარგად იცნობ. შედის თუ არა შენს სამომავლო გეგმებში იქ მუშაობა?

- ქუთაისში აუცილებლად დავბრუნდები! ჩემი ყოველი მიზანი და სურვილი ქუთაისზეა მიმართული. არ ვიცი, ალბათ ჩემზეა დამოკიდებული. შესაძლოა მარტო ჩემზეც არ იყოს. ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი ადრეა, თუმცა, ვფიქრობ ალტერნატიული სივრცე გვჭირდება მეც და ქუთაისსაც.

- რამდენად ეთანხმები ან უარყოფ მოსაზრებას “ნაცნობობის გარეშე არაფერი გამოდის”?

- უარვყოფ რა თქმა უნდა. ყველაფერი გამოდის, მთავარია არ გავჩერდეთ და ბევრი გზა გამოვჩიჩქნოთ, თორე ნეპოტიზმის ინსტიტუტი არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში იყო, არის და იქნება.

- გიორგი, შენი აზრით ზურნავს თუ არა თეატრი კურსდამთავრებულ მსახიობების დასაქმებაზე?

- ყველაზე მეტად მანდ გვერხევა. არა, არ ზრუნავს! რამდენი კურსდამთავრებულია გამოკიდებული ჰაერში? მარტო მე მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც არანაკლები არიან ნიჭით და შრომისმოყვარეობით შტატის მსახიობებზე. ახალი სისხლის საჭიროებას რით ვერ მიხვდნენ ჩვენზე ბევრად ჭკვიანი ადამიანები, ჩემამდე არ მოდის. თუ არ მომეცი შესაძლებლობა, როგორ დავამტკიცო რისი გაკეთება შემიძლია? არ გვინდა ბატონო შტატები და პრემიები, როცა დავამთავრებთ საქმე გვაკეთებიეთ. ამ საკითხში ძალიან ცუდადაა საქმე, მერე ხდება ისე, რომ ზოგი მიმტანი ვხდებით და ზოგი მენეჯერი. (რა თქმა უნდა არცერთ საქმეს არ ვაკნინებ) იმიტომ არ ვსწავლობთ, რომ რესტორანში ან სასტუმროში ვიმუშავო. რეგიონალურ თეატრებშიც იგივე პრობლემაა. რომ თაკილობდეს ვინმე რეგიონში წასვლას და იქ მუშაობას სხვა ამბავი იქნება .

- ქართულ ფილმებზე რას იტყვი? მოგწონს თუ არა დადგმის და გადაღების სპეციფიკა, მსახიობების თამაშის სტილი?

- დღევანდელ ფილმებზე თუ გულისხმობ, გვაქვს ჩვენ ეგ? „მაიტა ნასოსი“ თუ „პოკერი სიყვარულის წესებით“? კითხვას გიბრუნებთ. არ ვიცი იშვიათად რაიმე საინტერესო გადაიღონ. ჩემთვის ქართული ფილმია "ცისფერი მთები", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და ა.შ

- ალბათ საქართველოში და კერძოდ თბილისში განვითარერბულ ამბებს თვალყურს ადევნებ... რა კომენტარს გააკეთებდი ამაზე, როგორც საქართველოს მოქალაქე?

- ყველაფერი გავიგე, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე. 13 მაისს თეთრი ხმაურის აქციაზე მდგარ ახალგაზრდებს და მათი თქმით "მომავალი თაობის" რწმენის იდეით გაჟღენთილ საზოგადოებას „ სოდომ-გომორას“ როგორ გვეძახდნენ ?! ეს დამაბრკოლებელია! მე აღარ მიჩნდება სურვილი მათთან ერთად ვუსმინო ღვთის სიტყვას. ყველანაირი სიბეცე და სიბნელე ზუსტად აქედან იღებს სათავეს. აი, მათ აღუძრეს ფსევდოპატრიოტიზმი ფაშისტებს, გაშმაგებულნი რომ იხოკდნენ სახეს ქრისტეს სახელით. ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა არ იციან რეალურად ქრისტეს იდეა. მე არ ვამბობ რომ კარგად ვიცი, უბრალოდ იმედი მაქვს ეს იდეოლოგია მცდარია. მე სხვანაირად მესმის ღმერთი.

- გიორგი, შენ ინტერნეტში არაერთხელ დაწერე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, იმ ურთიერთობაზე, რომელსაც არ ახლავს არანაირი ვალდებულება, რა იგულისხმე ამ სიტყვებში?

- კორექტირებას შევიტან. მე ვფიქრობ, მამაკაცები ბუნებით ვართ მოღალატეები და მამაკაცებს უფრო შეგვიძლია ვატკინოთ. იდეალური ურთიერთობების არსებობა ილუზიაა! ვალდებულებებს რაც შეეხება, რა ვალდებულებებზე ვლაპარაკობთ? ხომ არ გვავიწყდება სოციალური ფონი ქვეყანაში როგორია გამეფებული? - ვალდებულებები მარტო ტ**ნა და შიმშილზე ფიქრია. ქალს და მამაკაცს რაც შეეხებათ, როდესაც მამაკაცებმა გავიგეთ "თვიურის არსებობის შესახებ" მაშინ დასრულდა ზღაპარიც, (იცინის) როგორც გინდათ ისე გაიგეთ.

- გიორგი, როგორც ვიცი, თანამედროვე პოეტებს, ასე ვთქვათ „არ აღიარებ“ და ხშირად მოგვსლია ამ თემაზე კამათი, რასაც საზოგადოების მძაფრი რეაქციაც მოყოლია - რას ეტყვი ამ საზოგადოებას?

- პოეზია ძალიან მიყვარს და ვფიქრობ იდეალური ფორმაა გამოხატო პროტესტი და თქვა შენი სათქმელი, მაგრამ ყველაფერი ტენდენციურია. ახლა მოდაშია ფსიქიატრიული საავადმყოფოები, ავადმყოფობები, წყლულები და სიგიჟეები. პირდაპირ რომ გითხრა მაღიზიანებენ ახალგაზრდა პოეტები! ძალიან კარგია ლექსის წერა , მაგრამ დამღლელია ერთი ტონით ლაპარაკის მოსმენა. ყველას უნდა საგიჟეთში და თეთრ ხალათში, პროსტა სხვადასხვა ინტერპრეტაციებით (იცინის)

- შენი აზრით რა არის სტუდენტების პრობლემა?

- ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთან უსახსრობაა არა? როდესაც სტუდენტს უწევს ღამეები იმუშავოს სწავლის საფასურის გადასახდელად ეს უკვე დიდი უსამართლობაა, მაგალითად ჩვენთან თეატრალურ უნივერსიტეტში სპეციფიური სწავლაა, არსებობს მოდური საგნები, რომლებიც ბევრ დროს მოითხოვს, შესაბამისად ვფიქრიბ ქვეყანაში სტუდენტებს მუშაობა არსებობისთვის არ უნდა სჭირდებოდეს.

- რას გვეტყვი შენს სამომავლო გეგმებზე?

- დროა ხელოვნების პროპაგანდას შევუდგეთ, სტუდენტები ვიქნებით თუ პროფესიონალები. საჭიროა ბევრი ალტერნატიული სივრცე, შენობებიდან გამოსვლა და მეტი პოპულარიზაცია. ჩემი სამომავლო გეგმაა შევისწალო პროფესია და არამარტო შენობაში, არამედ ყველგან შევძლო საქმის კეთება. როდესაც ამბობენ, რომ ხალხს არ "ეთეატრება" და მაგიტომაც არ დადის, გამართლებას ვუძებნით, ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ ხალხთან, რაც უფრო მეტი სიახლე იქნება, უფრო მეტი განვითარება ექნება ყველა საქმეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100