სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის პიაცა დღეს მიშელ ლეგრანსა და თამარ გვერდწითელს მასპინძლობს

დღეს, ბათუმში, პიაცას მოედანზე კონცერტი სახელწოდებით "შერბურული ქოლგები" გაიმართება, რომელშიც გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ ლეგრანი და ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი მიიღებენ მონაწილეობას.
კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრისა და იტალიელი დირიჟორის ჯან-ლუკა მარჩიანოს მონაწილეობით ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორები "ჯეო-არტ ჰოლდინგი", აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია არიან.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა თბილისში, მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრსა და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრშია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ეს მიშელ ლეგრანის საქართველოში პირველი ვიზიტი არ არის. 2008 წელს მან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პროექტის "ხელოვანები ხელოვნებისთვის" ფარგლებში საქველმოქმედო სოლო-კონცერტი გამართა.
შეგახსენებთ, რომ მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელის შემოქმედებითი კავშირი უკვე 20 წელზე მეტს ითვლის. 1991 წელს ფრანგმა კომპოზიტორმა და ქართველმა მომღერალმა პარიზის "ოლიმპიის" სცენაზე პირველი ერთობლივი კონცერტი ჩაატარეს. კონცერტის დასაწყისში შეკრებილი საზოგადოებისთვის გვერდწითელის წარდგენისას ლეგრანმა განაცხადა: "პარიზო, დაიმახსოვრე ეს სახელი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100