სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამცხე-ჯავახეთში მაშველი დაიხრჩო, თბილისში კი მტკვარში მამაკაცი გადახტა

27 წლის ლევან მაისურაძე, რომელიც ბორჯომის სამაშველო სამსახურში ირიცხებოდა, მტკვარში დაიხრჩო. მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

მაისურაძის ოჯახს წევრების თქმით, ლევან მაისურაძე ნახირს მწყემსავდა და მეორე ნაპირზე გადასვლა სცადა, თუმცა, იგი დინებას ვერ გაუმკლავდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ლევან მაისურაძის კუთვნილი ტანსაცმელი და ზურგჩანთა იპოვეს.

უბედური შემთხვევა გამთენიისას თბილისშიც მოხდა: ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან, მოულოდნელად, მამაკაცი მოაჯირიდან მტკვარში გადახტა.

სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა, მაშველებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს და რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მტკვრიდან მისი ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100