სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი თურმე რატომ იზიდავთ მამაკაცებს ასაკით უფროსი ქალები

რატომ სარგებლობენ ახალგაზრდა ბიჭებში მათზე ასაკით უფროსი ქალები პოპულარობით? თუ ამ კითხვის პასუხი გაინტერესებთ მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

„სექსუალური დედიკოები“ განსაკუთრებით იმ მამაკაცებს იზიდავთ რომლებიც უსაფრთხოებას ეძებენ. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მოსწონთ ის ფაქტი, რომ საშუალო ასაკის ქალები არ ელიან თეთრ რაშზე ამხერდებულ პრინცს, რაც იმას ნიშნავს, რომ სექსის შემდეგ არ იქნება ქალის მხრიდან დევნა, ზარები და მესიჯები სერიოზული ურთიერთობის მოთხოვნით.

იტალიელმა სოციოლოგებმა ჩაატარეს გამოკითხვა რის შემდეგაც ასაკით უფროსი ქალების მოწონების 4 მთავარი მიზეზი გაირკვა.

მათ სექსში მეტი გამოცდილება აქვთ. ისინი მზად არიან მზად მსუბუქი ურთიერთობისთვის და არ ითხოვენ სერიოზულობასა და ქორწინებას.

ისინი დამოუკიდებლები არიან. ხშირშემთხვევაში ასეთ ქალებს უკვე აქვთ საკუთარი ბინა/სახლი და მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს გადაიხადონ რესტორანში ვახშმის ფული.

ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ პირობნებებად. არ თამაშობენ უკარებას როლს, თუ სასურველი მამაკაცი მათ ეძლევათ ისინი უყოყმანოდ დაუძახებენ მას თავისთან.

მათში მეტია სტილის შეგრძნება. 20 წლის გოგონებისგან განსხვავებით, უფროსი ქალები უვლიან საკუთარ გარეგნობას, უკვე ფორმირებული აქვთ საკუთარი ჩაცმის სტილი, იციან ქუსლიანი ფეხსაცმლის, სამკაულის და რაც მთავარია საკუთარი თავის ფასი.... მოკლედ რომ ვთქვათ ისინი უკვე ქალები არიან.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ მამაკაცთა უმეტესობა ასაკოვან ქალებს განიხილავდნენ როგორც ავანტიურას და არა როგორც სერიოზულ ურთიერთობას.

უფროსი ქალების მიმართ პატარა ბიჭების ლტოლვასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვთ ფსიქოლოგებს. სპეციალისტთა განმარტებით ასეთი გატაცებები ემუქრებათ იმ მამაკაცებს, რომლებიც ბავშვობაში სიყვარულის ნალებობას განიცდიდნენ, ჰქონდათ რთული ურთიერთობა დედასთან ან საერთოდაც არ ჰყოლიათ დედა. ქვეცნობიერად ისინი ეძებენ ასაკით უფროს ქალებს, რადგან მათში ხედავენ იმ დედას რომელიც ასე ძალიან აკლდათ ადრეულ ასაკში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100