ემიგრანტის ლექსი დედას
როცა უცხოეთის გზაზე მაცილებდი,
ნეტა რას ფიქრობდი დედი..
გულში ჩურჩულებდი, ღმერთო, დალოცეო
ყველა ემიგრანტის ბედი.
თვალი ამარიდე, ცრემლებს მიმალავდი,
ჯავრი არ გაყვესო გზაში,
სახლში შებრუნებულს გული ამოგიჯდა,
ცრემლი დაგიგუბდა თვალში.
ვაი სიბერეო, ჯერ არ მომეწიო,
შვილი ემიგრანტი მყავსო,
თუკი მეღირსება მისი დაბრურნება
დარდი აღარაფრის მაქვსო.
წლები გადიოდა, დედა ბერდებოდა,
შვილის მოლოდინი "კლავდა",
ღამე ძილის წინ რომ სიზმრად მინატრებდა,
გული ევსებოდა დარდად.
ზარი ტელეფონის სუნთქვას უჩერებდა,
ძალას უკვეთავდა მუხლში,
შიშით პასუხობდა," ხომ მშვიდობააო
მინდა ჩაგიკრაო გულში".
"დედა მოხუცდაო", არვინ გამიბედოთ,
დედა ახალგაზრდა მახსოვს,
შუბლზე ნაოჭები ღარად გასჩენია,
ჩემთან სიშორეს რომ დარდობს.
მე კი მოლოდინში წლები გამელია,
ტყვილა რად შევპირდე, რისთვის,
რადგან კალენდარზე ჩემთვის უცნობია
სახლში დაბრუნების რიცხვი.
კომენტარი