სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვაშლის გამყიდველი“ დიდ ავიაციაში...

პოლიტიკაში ხშირად ხდება კურიოზები. კურიოზი იყო ისიც, რომ თეო ტლაშაძე, რომელიც გორში ვაშლებს ჰყიდდა, დღეს „დიდ ავიაციაში“, ანუ პოლიტიკაშია.
თუმცა, ტლაშაძე მაინც „ვაშლის გამყიდველად“ დარჩა პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც. მართალია, მან, ვაშლების გარდა, თავის დროზე „სექენდ ჰენდის“ ბიზნესიც დაიწყო, მაგრამ, ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ ვინ იცის, ვისი თუ რისი წყალობით, „დიდ ავიაციაში“ მოხვდა.
მიუხედავად ამისა, ამით ქართულ პოლიტიკას არც არაფერი შემატებია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ტლაშაძე კიდევ ერთი „მუნჯი“ დეპუტატი იყო, დეპუტატობის შემდეგ კი ეკა ბესელიას აჩრდილი გახდა.
სწორედ აქ დაიწყო მისი ერთი საკმაოდ უცნაური, იუმორისტული თუ კრიმინალური ისტორია. ბესელიამ და ტლაშაძემ ლიდერი - ირაკლი ოქრუაშვილი და პირველი ვეზირის როლი ვერ გაიყვეს.
ხან ჟურნალისტებთან დააბეზღეს ერთმანეთი, ხანაც თავიანთ დირექტორთან. ბოლოს კი, როგორც „დრონი.ჯი“-ს აცნობეს, ერთმანეთის ქოჩორსაც კი სწვდნენ.
თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ორთაბრძოლიდან გამარჯვებული ბესელია გამოვიდა, რადგან „ვაშლის გამყიდველს“ საკმაოდ ეფექტურად გასწორებია.
მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უკვე იცით... ტლაშაძის გაჩეჩვის შემდეგ ბესელიამ ოქრუაშვილი მიატოვა, ოქრუაშვილმა კი, ექს-ადვოკატს ტლაშაძე არჩია (იქნებ იმიტომაც, რომ მას გორის ბაზარში დღესაც იცნობენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ დახლიდარს...).
ახლა კი, ტლაშაძე, თურაშაულის ვაშლივით ლოყებაღაჟღაჟებული ელოდება მესიის, ანუ ოქრუაშვილის დაბრუნებას და ოცნებობს იმ დროზე, როცა, მას როგორც პოლიტიკოსს, ვინმე დააფასებს. თუმცა, მისნაირი „პოლიტიკოსები“ დღესაც ბევრია გორის ბაზარში... სწორედ მშობლიურ რაიონში მოიხსენიებენ მას საკმაოდ შთამბეჭდავი მეტსახელით...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100