მარგველაშვილი: კონკურენციას ვერავინ გამიწევს
გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენციას ვერავინ გაუწევს, - ამის შესახებ განათლების მინისტრი "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს.
"თუ მაღიარებდნენ პოლიტიკაში ადამიანად, რომელსაც რჩევების მიცემა შეეძლო, თუმცა არ ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, რატომ მიიჩნევენ დღეს, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს? ამას რომ თავი დავანებოთ, მაინც ვინ არიან ჩემი კონკურენტები? არიან კი ისინი ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს? – არა მგონია, ასე იყოს. მაინც რა პოლიტიკური ტრადიციის მქონეა ეს ხალხი? – არ ვიცი. აი, ჩვენ კი მოვდივართ სრულიად ახალი პოლიტიკური წესებით, სადაც ყველაფერი ნათლად ითქმის, სადაც არ არის ინტრიგა, სადაც ხალხს ვუზიარებთ ჩვენს გეგმებს, სადაც მოსახლეობას ნათლად ვეუბნებით იმ სირთულეებისა თუ წარმატებების შესახებ, რაც გვაქვს. რომელიმე ასეთი პოლიტიკური ტრადიციის ადამიანი მიპირისპირდება დღეს მე? ვფიქრობ, რომ არა", - აცხადებს მარგველაშვილი.
მისი თქმით, უარს ამბობს ინტრიგაზე, ინსინუაციებზე, სიყალბეზე. ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ტრადიციისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დანერგა.
კომენტარი