სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანანის სალათა

მასალა:

2 ცალი ბანანი

2 სუფრის კოვზი ქიშმიში

2 სუფრის კოვზი გახეხილი ქოქოსის კაკალი

1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი უცხიმო ვიჩინა

2-3 სუფრის კოვზი ნაღები

½ ლიმონის ცედრა

სალათის რამოდენიმე ფოთოლი

ქიშმიში დავალბოთ წყალში. ბანანი დავჭრათ ½ სმ სისქის ნაჭრებად და შევურიოთ ქოქოსს, ვიჩნასა და ქიშმიშს. შემდეგ დავამატოთ ნაღები, ლიმონის წვენი და გახეხილი ცედრა. ყველაფერი ფრთხილად ავურიოთ ერთმანეთში, გავაჩეროთ 30 წუთი და მივიტანოთ სუფრაზე. გავაფორმოთ სალათის ფოთლებით და შებრაწული თეთრი პურის ნაჭრებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100