10 სიგიჟე, რომელიც გემართება როცა შეყვარებული ხარ
შენი ჰორმონები ველურდება - მუხლები გიკანკალებს, გულისცემა გიჩქარდება, ხელისგულები გისველდება და თავი ტრიალებს. ეს ყველაფერი ორგანიზმის ქიმიკალებისა და ჰორმონების დამსახურებაა. აღნიშნული სიმპტომები ეიფორიას გიქმნის და ენდორფინი უმაღლეს დონეს აღწევს. ამას ვერაფერს მოუხერხებ, სიყვარული ფიზიკურად გიჟად გაქცევს.
იძინებ და იღვიძებ ვიღაცაზე ფიქრით - გაღვიძებიდან დაძინებამდე შენი თავი სავსეა იმ ადამიანზე ფიქრებით. არადა სულ ცოტა ხნის წინ შენ ბევრი საფიქრალი გქონდა, ახლა კი შეიძლება გიკვირს კიდეც, რომ ამქვეყნად სხვა თემით ვეღარ ინტერესდება შენი ტვინი. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ეს ფიქრები ავტომატურად, შენგან დამოუკიდებლად მოდის.
იცინი, როდესაც მარტო ხარ - ჩვენ ყველას გვინახავს ისინი, წერენ მესიჯს და იღიმიან, ეს ადამიანები შეყვარებულობის ყველაზე მარტივი მაგალითია. თუმცა ღიმილი მაშინაც მოდის სახეზე, როდესაც ხედავ მის ფოტოს ან უბრალოდ ფიქრობ მასზე და ამ დროს გვერდიდან შენ ნამდვილად გავხარ გიჟს.
ცოტა აკვიატებული ხდები - გაინტერესებს მის შესახებ ყველაფერი და ხშირად გიტრიალებს თავში ფიქრი „ნეტავ ამ წუთას რას აკეთებს?“
აკეთებ შემაცბუნებელ რაღაცეებს - იუთუბზე მილიონი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ სადაც ბიჭები საკუთარ შეყვარებულებს ფლეშმობებს უდგამენ, უმღერიან და ა.შ. ეს სიყვარულია.
აკეთებ იმას რაც შენთვის კომფორტული სულაც არაა - მაგალითისთვის ბიჭები, რომლებიც შეყვარებულთან ერთად იოგაზე დადიან და გოგონები რომლებიც ფეხბურთს უყურებენ.
მეტ ყურადღებას აქცევ საკუთარ გარეგნობას - ამას მეტი დრო, წვალება და ენერგია სჭირდება, მაგრამ არ გადარდებს რადგან გინდა კარგად გამოიყურებოდე და შენი მცდელობები ზოგჯერ სიგიჟესაც გავს.
იწყებ სიმღერას - ხმამაღლა, ხმადაბლა თუ გულში არ აქვს მნიშვნელობა, სიყვარული აუცილებლად აგამღერებს.
გადადიხარ საკუთარი გზიდან - როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. საქმეზე მიმავალ გზაზე შესაძლოა უცებ მობრუნდე და შენი შეყვარებულის სანახავად წახვიდე და უფრო მეტიც, შენი ცხოვრების გზიდან გადაუხვიო და შეცვალო ის საყვარელი ადამიანის გამო
ბრმავდები - სიყვარული აბრმავებს, შენი სიყვარულის ობიექტის ყოველი სიტყვა საინტერესოდ გეჩვენება და მისი ყველა ქცევა ლამაზი გგონია. და თუ მაინც შეამჩნიე ნაკლი შენ მას პატიობ.
კომენტარი