მიცვალებულთა ქალაქი - რატომ თხრიან საფლავიდან გარდაცვლილ ოჯახის წევრებს? (+18)
ინდონეზიაში არსებობს ერთი უცნაური სოფელი, რომელიც იდეალური ადგილი იქნებოდა საშინელებათა ფილმის გადასაღებლად. წელიწადში ერთ გარკვეულ დღეს ამ სოფლის მაცხოვრებლები საკუთარ ოჯახის გარდაცვლილ წევრებს თხრიან საფლავებიდან, ამოჰყავთ, აწესრიგებენ, თმას ჭრიან, თანისამოსს უცვლიან და ისევ მარხავენ.
როგრც გამოცემა Daily Mail წერს, ინდონეზიის კუნძულ სულავესის მკვიდრებს გარდაცვლილებთან მეტად უცნაური დამოკიდებულება აქვთ. ისინი გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრებს თვეების განმავლობაში არ მარხავენ, ხანდახან ეს წელიწადზე მეტ ხანსაც გრძელდება. მათ მუმიფიცირებულ სხეულებს ინახავენ და უვლიან, ხოლო დამარხვის შემდეგ მიცვალებულები მაინც არ რჩებიან დიდ ხანს მიწაში. მიცვალებულთა დღესასწაულზე ისევ ამოჰყავთ მოსაწესრიგებლად.
როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, ეს რიტუალი გლოვასთან არ ასოცირდება, პირიქით - გარდაცვლილებთან ასეთი დამოკიდებულება კარგის ნიშანია და რიტუალსაც საზეიმო ვითარებაში ატარებენ. თანაც, მათ საყვარელ ადამიანებთან სიახლოვეს გრძნობენ.
რიტუალის დასრულების შემდეგ, როდესაც მიცვალებულებს მარხავენ, შინაურ ცხოველებს კლავენ და წირავენ მათ, რათა გარდაცვლილთა სულები მშვიდობით გაემგზავრონ ზეცაში.
როგორც ამბობენ, ეს ტრადიცია ძვ. წ. აღ-მდე მერვე საუკუნეში ჩაისახა, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა რთულია. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ადგილობრივებმა 1900 წლიდან ისევ გააცოცხლეს ძველი რიტუალი და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთ დღეს მიცვალებულებს უთმობენ. ასე გამოხატავენ სიყვარულსა და პატივიცემას იმ ოჯახის წევრების მიმართ, ვინც უკვე საიქიოში გადაინაცვლა.
კომენტარი