სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

OGP-ის ფორუმის მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროშიღია მმართველობა საქართველოსფორუმის მეთოთხმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

„ღია მმართველობა საქართველოს“ სამდივნომ ფორუმს მიაწოდა ინფორმაცია „OGP“-ის მმართველი კომიტეტის სამუშაო დონის შეხვედრის შესახებ, რომელიც 2015 წლის 22-23 ივლისს სამხრეთ აფრიკაში გაიმართა. ფორუმის შეხვედრაზე „OGP“-ის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებაც ისაუბრეს. განიხილეს, თუ როგორ მზადდება „ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიში. სამდივნომ ფორუმს წარუდგინა „ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2015 წლის I კვარტლის მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგები. შეხვედრაზე იმსჯელეს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დონორთა მხარდაჭერის საკითხზეც.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OPEN GOVERNMENT PARTNERSHIP - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის ღია მმართველობის პარტნიორობა 66 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია. მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი ელექტრონულად გამოთხოვა; გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე; შეიქმნა მოქალაქის პორტალი − WWW.MY.GOV.GE.

საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100