სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს - "მამიდას" ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს

პროსტიტუციის ხელშეწყობის მუხლით დაკავებული სამი ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. როენა ხუცურაული გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.

მან დაადასტურა, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ამჟამად ყველაფერი წესრიგშია. ხუცურაული სასტუმრო "მამიდის" მოიჯარესა და სასტუმრო "გოლდის" მფლობელთან ერთად სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„არ ცნობს თავს დამნაშავედ. საქმის შეწყვეტაზე ვიშუამდგომლებთ და ალტერნატივის სახით გირაოს 30 000 ლარის ოდენობით. არ არის ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს მისცემდა ეშუამდგომლა პატიმრობის მოთხოვნით,“-ამბობს ხუცურაულის ადვოკატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100