პენსიონერმა ავტოსალონში ძვირადღირებული მოდელები დალეწა
77 წლის პენსიონერმა ქალმა გერმანულ ქალაქ აპოლდიდან, ავტოსალონის ტერიტორიაზე რამდენიმე ავარია მოახდინა და 103 ათასი ევროს ოდენობით ზარალი მიაყენა.
პატარა ქალაქ ტურინგის ავტოსალონი, როგორც სხვა გერმანიის ქალაქების ავტოსალონები, კლიენტებს შეძენის წინ ნებისმიერი მარკის ავტომობოლით გასეირნებას სთავაზობენ. ქალმა გასვლაც ვერ მოასწრო ავტოსალონის ტერიტორიიდან, ისე შეეჯახა პარკირებულ მანაქანას. შიშისაგან კონტროლი დაკარგა, რის გამოც მანქანით ისევ უკან, ავტოსალონის ტერიტორიაზე შევარდა, გაარღვია პავილიონის კარი, შუშის კედელი და სამი მანქანა დააზიანა. პოლიციამ უკვე დაიწყო შემთხვევის გამოძიება. არ ვრცელდება ცნობა იმის თაობაზე, თუ ვინ გადაიხდის ზარალს.
კომენტარი