"საქართველოს ათასობით მოქალაქის მსგავსად, კოვიდს ვებრძვი. ვარ იზოლაციაში, გავდივარ მკურნალობის კურსს... დღეს ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია! დღეს ყველას ერთი ამოცანა გვაქვს"
მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :
"ბრძოლა, ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლა, მიუხედავად იმისა, სად ვართ და როგორ ვართ! დღეს ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია! დღეს ყველას ერთი ამოცანა გვაქვს - გავერთიანდეთ და ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავლისთვის არ დავიშუროთ ენერგია, არ დავზოგოთ ძალა, რათა გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ჭაობიდან.
ერთ ხმას არასდროს ჰქონია ასეთი დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან შეიძლება, სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ბედი. შეიძლება, სწორედ ერთმა და სწორედ შენმა ხმამ განსაზღვროს შენი, შენი შვილებისა და ოჯახის მომავალი.
ძალიან მაღალია დღეს შენი ხმის ფასი, ამიტომ ნუ წახვალ არჩევნებზე მარტო. სადაც არ უნდა იყო - სოფლად თუ ქალაქად, წამოიყვანე არჩევნებზე კიდევ ერთი ადამიანი, რომ ჩვენ თავად გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე! ჩვენ უნდა დავძრათ საქართველო გამარჯვებისკენ!
ერთ კვირაზე მეტია, საქართველოს ათასობით მოქალაქის მსგავსად, კოვიდს ვებრძვი. ვარ იზოლაციაში, გავდივარ მკურნალობის კურსს. კოვიდის ფონზე, მაქვს ფილტვების ანთება და, შესაბამისად, როგორც ამ დაავადებას სჩვევია, დაბალი სიცხე; სრულად და აქტიურად ვარ ჩართული ყველა პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის უძრაობას დაასრულებს და “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს.
დღეს გაჩერება წარმოუდგენელია, დღეს დანებება გამორიცხულია, ეს დანაშაულის ტოლფასია. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ! ერთად ვიბრძოლოთ და ერთად გავიმარჯვოთ!" - წერს ხაზარაძე.
კომენტარი