აეროპორტებში ამოღებული საგნები, რომლებმაც მებაჟეები და დანარჩენი მსოფლიო გააოცეს
მებაჟეების გაოცება რთულია – მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში ისინი ბევრი რამის მომსწრენი არიან. თუმცა, კონტრაბანდისტები ცდილობენ საზღვარზე მეტად უცნაური და უჩვეულო ნივთების გადატანას. „დრონი.ჯი“ რამდენიმე მათგანზე გიამბობთ და შესაბამის ფოტოებსაც წარმოგიდგენთ:
მაიამის აეროპორტის მომსახურე პერსონალის წევრები გაოგნდნენ, როცა ეგვიპტური სარკოფაგი აღმოაჩინეს. მისი ასაკი სამი ათასი წელს ითვლის. როგორც სწავლულები ვარაუდობენ, აღნიშნული ნივთი 100 წლის წინ, ეგვიპტეში მოიპარეს.
რაც შეეხება შეიარაღებული კუს ფიტულს, ის ავსტრალიიდან ტეხასში უნდა გაეგზავნათ, როგორც საჩუქარი, თუმცა კონფისკაციას ავსტრალიის იმ კანონის დარღვევის საფუძველზე დაექვემდებარა, რომელიც ქვეყნიდან მტაცებელი ცხოველების იმპორტს კრძალავს.
მიუნხენის აეროპორტის მომსახურე პერსონალის გაოცებას კი საზღვარი არ ჰქონდა მაშინ, როცა მათ ორი იტალიელი ქალბატონის ტვირთის სკანირების დროს დაშლილი ჩონჩხის ნაწილები აღმოაჩინეს. გარდაცვალების ცნობის მიღების შემდეგ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალბატონების ნათესავი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, იტალიელებს უფლება მისცეს, გარდაცვლილის სხეულის ნაწილები სამშობლოში გადაეტანათ.
2009 წელს, სიდნეის აეროპორტში, 29 წლის მამაკაცი დააპატიმრეს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი საზღვარზე ოთხი გველისა და სხვადასხვა ჯიშის ხვლიკების გადაყვანას ცდილობდა.
ჯონ კენედის სახელობის აეროპორტის თანამშრომლებმა, ნიუ–იორკში, 2009 წელს კორეის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ორი ცალი ყალბი 100 ათასიანი ვალუტა აღმოაჩნდა. ეს იშვიათი ბანკნოტები 1934 წელს გამოუშვეს, თუმცა, საერთო ბრუნვაში არ ჩაუშვიათ.
დიდი ბრიტანეთის მებაჟეებმა კი დააკავეს ტვირთი, სადაც საკმაოდ უცნაური ხელთათმან–იარაღი იდო –ფრედი კრუგერის სტილში შექმნილი.
კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე, 2008 წელს, 50 წლის ბარბადოსელმა მამაკაცმა მებაჟეებში ეჭვი აღძრა. ამ უკანასკნელმა, მინერალური წყლით სავსე 100 ბოთლი განაბაჟა. წყალი კი თხევადი კეტამინი აღმოჩნდა.
2009 წელს, ბანგკოკისა და იოჰანესბურგის რეისით, ამბიციურმა კონტრაბანდისტმა, 70 ცხოველის გადაყვანა სცადა, მათ შორის ნიანგისაც კი.
2010 წელს, ფაბერჟეს კვერცხების 350–ზე მეტი ასლი იქნა აღმოჩენილი პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში. ისინი კონტრაბანდული გზით იქნა გამოტანილი რუსეთიდან.
კომენტარი