სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მე ამ საშინელი ქვეყნიდან წავალ...": – ბერლუსკონის სატელეფონო საუბარი

იტალიის პრემიერმა, სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა თავის სიძულვილს იმ სასამართლო გარჩევებთან დაკავშირებით, რომლებიც მის წინააღმდეგ ტარდება. პროკურორის თქმით კი, მისი სატელეფონო საუბრების ტონი ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა და ამის უარყოფას და დამალვასაც ცდილობს ბერლუსკონი.

რეპორტიორთან სატელეფონო საუბრისას, ბერლუსკონიმ ემოციები ვერ დამალა: „რამდენიმე თვის შემდეგ მე წავალ. მე წავალ ამ საზიზღარი ქვეყნიდან, რომელზეც გული მერევა. საკმარისია!“ – ეს სატელეფონო საუბარი იმ გამოძიების ფარგლებში ჩაიწერა, რომელიც ბიზნესმენ ჯანპაულო ტარანტინოს ეხება. ბერლუსკონის ბრალად ედება ტარანტინოსთვის ფულის გადახდა, ეს უკანასკნელი კი პროსტიტუციით იყო დაკავებული. აქედან გამომდინარე, ალბათ ყველა მიხვდება, თუ რისთვის უხდიდა ფულს ბერლუსკონი ჯანპაულოს.

პროკურორის აზრით კი სატელოფონო საუბარი, ბერლუსკონისა და ლავიტოლის „განსაკუთრებულ სიახლოვეს“ ამტკიცებს.

ლავიტოლს ბრალი ედება იმაში, რომ იგი „აქტიური და საიდუმლო ინფორმატორი“ იყო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ბერლუსკონის ეხებოდა. რამდენიმე დღის წინ ბერლუსკონიმ თავად დაურეკა ლავიტოლს და მათი საუბარი 13 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. „მე სუფთა ვარ ყველა იმ საქმეში, რაც შემს წინააღმდეგ არის აღძრული. არ მესმის რა იწვევს უკმაყოფილებას. გესმით? მე ადამიანი ვარ, რომელიც ისეთს არაფერს აკეთებს, რასაც შესაძლოა კრიმინალი ეწოდოს. სწორედ ამიტომ, მე მშვიდად ვგრძნობ თავს. მე ყველგან მითვალთვალებენ, ჩემს თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებენ. ისმენენ სატელეფონო საუბრებსაც, მაგრამ ეს საერთოდ არ მანაღვლებს. მე ამ ბინძური ქვეყნიდან, რომელზეც უკვე გულიც კი მერევა, რამდენიმე თვის შემდეგ წავალ... მორჩა, საკმარისია“, – ასე გამოხატა საკუთარი მძვინვარება სილვიო ბერლუსკონიმ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100