"ეს პროცესი იყო ერთი დიდი მარაზმი" - მარიამ საჯაია მაგდა პაპიძის უვადო პატიმრობას ასე ეხმაურება
მარიამ საჯაია მაგდა პაპიძის უვადო პატიმრებას ასე ეხმაურება:
ეს ძველი ამბავია. ვინმეს ახსოვს?
დიდი ალბათობით, არა.
მეორეს მხრივ პაპიძის საქმე ხომ ყველამ იცის?
ცხადია.
ამ კაცის დანაშაულის ჩადენის მოტივი ვინმემ იკითხა? ვინმემ გაარჩია მას ქორწინების გარე ურთიერთობები ხომ არ ქონდა?
არა.
მეორეს მხრივ პაპიძის ცხოვრება ხომ ყველამ განიხილა? განაჩენის გამოტანამდე და მისჯამდე ხომ გაასამართლეს უკვე ლინჩის წესით?
კი. ოფიციალურად უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
არ ვიცი, პაპიძემ შეიძლება მართლა მოკლა ქმარ-შვილი, მაგრამ აქ სხვა რამეზე მივუთითებ - მიდგომაზე, რომ მთელი ეს პროცესი იყო ერთი დიდი მარაზმი
საუბარია 2013 წლის ივნისში მომხდარ მკვლელობაზე, როდესაც სოფელ დიღომში მამაკაცმა ცოლი და ერთადერთი 5 წლის შვილი პურის საჭრელი დანით მოკლა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი