
ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე ვითარება ისევ დაიძაბა
ჩხუბი და დაპირისპირება სამეგრელოში - ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანზე ვითარება ისევ დაიძაბა. ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
საარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის გამო მივიდნენ, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დააფიქსირა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„ოცნების“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პროცესის განმუხტვა კი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა შეძლეს.
კომენტარი