
აგარაში ავარიას თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, მესამე კი დაშავებულია
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
გარდაცვლილები თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები არიან.
ამავე უწყების თანამშრომელია მესამე პირიც, რომელიც სასწრაფო-დახმარების ბრიგადის მიერ გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ახლობლების ინფორმაციით, ისინი დასავლეთ საქართველოდან, დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ.
კომენტარი