
ავარია ქუთაისში, დაღუპულია 5 ადამიანი
ქუთაისის შემოსასვლელთან მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა, დღეს, დილის 6 საათზე მოხდა.
თურქული ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მსუბუქ ავტომანქანაში 6 მგზავრი იმყოფებოდა, 5 ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეექვსე, ქუთაისში სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია გადაყვანილი.
მომხდარ საქმეზე აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს მოკვლევა.
კომენტარი