
ტრაგედია ქავთარაძეზე - ხანძარს შუა ხნის ქალის სიცოცხლე შეეწირა
თბილისში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე, ბინაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შუახნის ქალის დაღუპვის მიზეზი კვამლით გაგუდვა გახდა.
მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა კი ქალის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
კომენტარი