
ბერამ კახა კალაძის ვაჟი, ლევანი მონათლა
რეპერმა, ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილმა ბერამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის ვაჟი - ლევანი მონათლა. ამის შესახებ ბერამ „ფეისბუქზე“, საკუთარ კედელზე დაწერა და ტექსტს ფოტოც დაურთო, სადაც ბერასთან ერთად მამა-შვილი კალაძეებიც არიან გამოსახულნი. სად ჩატარდა ნათლისღების რიტუალი, ბერას არ მიუთითებია.
„დღეს კახა კალაძის ვაჟი, პატარა ლევანიკო კალაძე გავაქრისტიანეთ. ჩემი პირველი ნათლული“, - წერს ბერა „ფეისბუქზე“.
კომენტარი