
ელტონ ჯონს კიევში სოდომელი უწოდეს
კიევში დაგეგმილი ელტონ ჯონის კონცერტის წინ უკრაინელმა ჰომოფობებმა გადაწყვიტეს, ვარსკვლავისთვის თავიანთი აღშფოთება მიუღებელი ფორმით გაეზიარებინათ.
სპორტის სასახლის წინ მდგარ ადამიანთა ჯგუფს ეჭირა პლაკატი, სადაც ეწერა: „უარი სოდომელის კონცერტს კიევში!“. ელტონ ჯონისადმი აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები კიეველებს მოუწოდებდნენ, მის კონცერტზე არ მისულიყვნენ.
ამის მიუხედავად, ელტონ ჯონმა, უკრაინული მედიის ცნობით, „ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი კონცერტი“ ჩაატარა, რომელსაც რამდენიმე აღასი ადამიანი დაესწრო. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
კომენტარი