
Rolling Stones -ის კონცერტზე 150 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
თელავივში Rolling Stones - ის კონცერტზე 150 ადამიანს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დახმარება დასჭირდა.
ლეგენდარული როკჯგუფის ფანებს კანმრთელობის პრობლემები ძლიერი ემოციების გამო შეექმნათ. მათ უმეტესობას თავბრუსხვევა, ასთმის შეტევები და სხეულის პარალიზება დაემართა. 2 ადამიანი კი საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს.
კომენტარი